ხულოს მუნიციპალიტეტში სამკერვალო საწარმო ამოქმედდა. სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსებით, კომპანიამ "ბეკი" სამკერვალოს მოსაწყობად 35 ათასამდე ლარის ინვესტიცია განახორციელა.
საწარმოში 17 ადგილობრივია დასაქმებული. სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში, უკვე დაფინანსებულია 30-ზე მეტი პროექტი, რომლის ინვესტიციის ჯამური ღირებულებაც 5,5 მილიონს აჭარბებს - აქედან თითქმის 4 მილიონი სახელმწიფოს თანადაფინანსებაა.