20 ნოემბერი 2024,   00:55
ვრცლად
უნიკალურ ფრესკებს ისევ განადგურება ემუქრება - გელათის მონასტერში სპეციალისტები ამ დრომდე არ გამოჩენილან

გელათის უნიკალური ფრესკები ისევ საფრთხის ქვეშაა - მე-16 საუკუნის ფრესკების ფრაგმენტები, არასწორი გადახურვისა და ტაძრის შიგნით ჩასული წვიმის წყლის გამო, ჩამოცვივდა. 

ტაძარში ამბობენ, რომ ფრესკის ჩამოცვენილი ფრაგმენტები კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოშია, თავად უწყება კი, რომელიც ძეგლის დაცვაზეა პასუხისმგებელი, დუმს.

ტაძრის წინამძღვარი ამტკიცებს, რომ უნიკალური ფრესკების ფრაგმენტები შენახული აქვს, თუმცა, მათი გადაღების უფლება "კურიერს" არ მისცა.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე მეორე დღეა ცნობილია, რომ გელათში ფრესკები ნადგურდება, ამ დრომდე ტაძარში არ გამოჩენილან სპეციალისტები. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო მხოლოდ სასულიერო პირების მიერ გაგზავნილი ფოტოებით დაკმაყოფილდა. 

დღის ამბები