Black Sea Arensa-სა და მუსიკოსთა პარკის კონცეფცია - "გამოღვიძება" ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლების კამპანიაა. 5 კვირაზე გათვლილი პროექტი სხვადასხვა ღონისძიებას, მუსიკალურ წარმოდგენებსა და ეკო ინიციატივებს მოიცავს, სადაც მონაწილეობას როგორც ქართველი, ასევე უცხოელი არტისტები მიიღებენ.
მუსიკოსთა პარკში, იქ, სადაც ყველაზე მწვანე გარემოა, მსმენელებს ნამდვილ მუსიკალურ მოგზაურობას დაიანა კინგი, ჰენრი საიზი და ბენდი, ასევე ენდორფინსი მოუწყობენ. დაიან ქინგი ყველა ცნობილ ჰიტს და მათ ქავერ ვერსიებსაც შეასრულებს. არტისტს 5 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული, ხოლო მისი ლაივ შესრულება კვლავინდებურად ინარჩუნებს "ძველი სკოლისთვის" დამახასიათებელ ენერგეტიკასა და ესთეტიკას.
დაიანა ქინგის კონცერტი მუსიკოსთა პარკში 21 აგვისტოს გაიმართება.