20 ნოემბერი 2024,   07:49
ვრცლად
იმუნიზაციის პროცესი ხაშურში აქტიურად მიმდინარეობს

მოქალაქეთა მასობრივი ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩაერთო ხაშურის მოსახლეობა. ევექსის კლინიკაში აცრა "ასტრაზენეკას", "სინოფარმითა" და "სინოვაკით" მიმდინარეობს.
 
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს შორის საკმაოდ ბევრია საჯარო სამსახურების, - მერიის, საკრებულოს, მუნიციპალური ააიპ-ების წარმომადგენლები და პედაგოგები. ვაქცინაცია ყოველდღიურად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

რეგისტრაციისთვის  ჯანდაცვის სამინისტროს ინტერნეტ პორტალისა და ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზის გარდა  მსურველებს დარეგისტრირება კლინიკაში ვიზიტის დროსაც შეუძლიათ.

დღის ამბები