ფინანსთა სამინისტრომ გამოძიების შედეგად ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების, ასევე სახელმწიფო ქონების დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 3 მილიონ ლარამდე ღირებულების სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთის ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დაირეგისტრირა. დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.