საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი IRI - კვლევას აქვეყნებს. შეკითხვაზე, გაიკეთებენ თუ არა ჩვენი მოქალაქეები ვაქცინას - 18% ამბობს, რომ დაუყოვნებლივ გაიკეთებს, 19% კი გარკვეული დროის შემდეგ.
7% კი ვაქცინას იმ შემთხვევაში გაიკეთებს, თუ ამას კანონი დაავალდებულებს.
რაც შეეხება მოქალაქეების აზრს, თუ რამდენად კმაყოფილები არიან ისინი მთავრობის მუშაობით COVID-19-თან ბრძოლაში, 13% ამბობს, რომ ძალიან კმაყოფილია, 47% კი ნაწილობრივ კმაყოფილი.
გამოკითხვები საქართველოს 10 რეგიონში ჩატარდა. კვლევის ფარგლებში სულ 1500 მოქალაქე გამოიკითხა.
კვლევა მიმდინარე წლის 15 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა.