29 აგვისტო 2026,   12:28
ვრცლად
საპროტესტო აქცია ბათუმში - მოქალაქეები ფინანსთა სამინისტროსგან მიწების დაკანონებას ითხოვენ

გონიოს მოსახლეობამ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან აქცია გამართა.

ისინი გონიოს ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთების საკუთრებაში დარეგისტრირებას ითხოვენ და ამბობენ, რომ წინა ხელისუფლებამ მათ  აღნიშნული ნაკვეთები უკანონოდ ჩამოართვა.

აქციის მონაწილეების თქმით, მოსახლეობის ნაწილმა უკვე დაირეგისტრირა უძრავი ქონება, ნაწილი კი ამ დრომდე ცდილობს პრობლემის მოგვარებას.

აქციაზე შეკრებილები აჭარის ფინანსთა მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ, რადგან ამ ეტაპზე გონიოს ტერიტორიაზე არსებული ნაკვეთები ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრი გონიოს მოსახლეობას დღის განმავლობაში შეხვდება.

დღის ამბები