19 აპრილი 2024,   14:05
ვრცლად
საქართველო ზაქარია ფალიაშვილის 150 წლის იუბილეს აღნიშნავს

დღეს ზაქარია ფალიაშვილის 150 წლის იუბილეა. თბილისის მუზეუმების გაერთიანება, ფალიაშვილის სახელობის სახლ-მუზეუმი, კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციასთან ერთად დიდი კომპოზიტორის იუბილეს აღნიშნავს.

უდიდესი კომპოზიტორს დღეს პატივი მის საფლავთან გალობით მიაგეს, შემდეგ კი კათოლიკურ ეკლესიაში მისი სულის მოსახსენიებლად ლოცვა აღევლინა.

ზაქარია ფალიაშვილის 150 წლის იუბილის აღნიშვნა კონცერტით დასრულდა.

დღის ამბები