20 ნოემბერი 2024,   03:23
ვრცლად
"10 აგვისტოდან არის მოსალოდნელი, რომ შემთხვევების რაოდენობამ იკლოს" - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ქვეყანა ახლა პიკის ფაზაში იმყოფება და 10 აგვისტოდან შემთხვევების კლებას ელოდებიან. ამასთან, როგორც თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სიკვდილიანობის მაჩვენებელი საქართველოში 1.3-1.4%-ის ფარგლებშია.

"პროგნოზი სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუციის მიერ ჩატარებულ შეფასებებს ემყარება. ახლა ვიმყოფებით პიკის ფაზაში, პროგნოზულად, დაახლოებით, 10 აგვისტოდან არის მოსალოდნელი, რომ შემთხვევების რაოდენობამ იკლოს. სიკვდილის მაჩვენებელს ვინარჩუნებთ 1.3-1.4%-ის ფარგლებში," - განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

დღის ამბები