რუსეთისა და უზბეკეთის სპეციალურმა სამხედრო ძალებმა ავღანეთში მიმდინარე დესტაბილიზაციის ფონზე ერთობლივი წვრთნები გამართეს.
მიზანი პრაქტიკული თანამშრომლობის გაძლიერება, პოტენციურ საფრთხეებზე ეფექტური რეგირების მოხდენა და რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფაა.
წვრთნებში მონაწილეობას 1500 სამხედრო მოსამსახურე იღებს. თალიბებმა უზბეკეთის საზღვართან მდებარე ტერიტორიებზე სახელმწიფო ძალებთან დაპირისიპირებაში გამარჯვება მოიპოვეს.