შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის პროცესი, თბილისის პარალელურად, რეგიონებშიც მიმდინარეობს.
დღეს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და სხვა დანაყოფების თანამშრომლები აიცრნენ. სამინისტროს თანამშრომლებს შეუძლიათ წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აიცრან, როგორც "სინოვაკის“ და "სინოფარმის“ ვაქცინით, ასევე "ფაიზერითაც".
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მასობრივი ვაქცინაციის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, სამინისტროს 19 ათასზე მეტი თანამშრომელი უკვე ვაქცინირებულია.