დღეს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, კოვრონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით რუსთავში, მარდალეიშილის სამედიცინო ცენტრში აიცრა და პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა.
ქალაქის მასშტაბით, რუსთავში, ამ ეტაპზე, ვაქცინაციას 4 სამედიცინო დაწესებულებაში, 9 ამცრელი ბრიგადა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით "სინოფარმით“, "სინოვაკით“, "ასტრაზენეკას” და "ფაიზერის“ საშუალებით ახორციელებს.
მასობრივი იმუნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს ქვემო ქართლის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც.