ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად გორში რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსის სახურავი დაზიანდა. რამდენიმე სახლზე გადახურვა მთლიანად არის ახდილი, რამდენიმე ქუჩაზე ქარმა ხეებიც წააქცია.
ყველა ლოკაციაზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადებმა პირველადი სამუშაოები ჩაატარა და სახურავები კონსტრუქციის დაზიანებული ნაწილებისგან რომლებიც საფრთხეს წარმოადგენდნენ, გაწმინდეს.
პარალელურად, კეთილმოწყობის სამსახურმა წაქცეული ხეებით ჩახერგილი გზებიც გაწმინდეს. ზარალს სპეციალური კომისია შეისწავლის, კაპიტალურ რემონტამდე კი კორპუსების დროებითი გადახურვა მოხდება.