04 მაისი 2024,   13:25
ვრცლად
გურჯაანში ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტში გვიან ღამით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.

შემთხვევა სოფელ ველისციხეში მოხდა. 

ადგილობრივების ინფორმაციით, თანასოფლელებს შორის თავდაპირველად სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო, რა დროსაც ერთმა მეორეს ცივი იარაღით მიაყენა ჭრილობა. 

არსებული ინფორმაციით, დაჭრაში სავარაუდო ბრალდებული პოლიციამ მომხდარიდან მალევე დააკავა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები