საქართველოს თავდაცვის ძალებს 83 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. რეკრუტებმა სამხედრო ფიცი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან, მრავალსაუკუნოვანი ბრძოლებით ცნობილ ციხესიმაგრეზე - ხერთვისის ციხეზე დადეს.
დღეიდან ისინი საკონტრაქტო-სამხედრო სამსახურს საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობებში გაივლიან.
ფიცის დადებამდე საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) რვაკვირიანი პროგრამა ახალქალაქში მდებარე უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის ახალ ცენტრში გაიარეს.
თანამედროვე სტანდარტების, საწყისი საბრძოლო მომზადების ახალი ცენტრი ახალქალაქში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში, 2020 წლის სექტემბერში გაიხსნა.