რესტორატორთა ასოციაციის დირექტორი ინიციატივით გამოდის. შოთა ბურჯანაძის თქმით, აცრილი კლიენტებისთვის და მომსახურე პერსონალისთვის გარკვეული შეღავათების დაწესებაა საჭირო. ასოციაციის დირექტორის თქმით, მის საკუთრებაში არსებულ რესტორნებში ვაქცინირებული ადამიანები მომსახურებაზე ფასდაკლებას მიიღებენ, ხოლო თანამშრომლები კი დანამატებს.
როგორც ბურჯანაძე განმარტავს, რესტორანში შესვლისას ადამიანმა აცრის საბუთი უნდა წარმოადგინოს. ინიციატივაში სხვა რესტორნების ჩართულობის მხრივ მუშაობა მიმდინარეობს.
"ამ ვითარებიდან გამოსავალი არის ადმინისტრირება და დღეს მრავალრიცხოვანი ღონისძიებების გაუქმება. ადამიანები, რომლებიც ვაქცინირებულნი არიან, მიიღებენ ჩემს რესტორანში მომსახურების ფასდაკლებას და ასევე თანამშრომლები, რომლებიც არიან ვაქცინირებულები, მიიღებენ ხელფასის სახით დანამატს," - განაცხადა საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ.