20 ნოემბერი 2024,   03:28
ვრცლად
თელავის თეატრში თემურ წიკლაურის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი სამოქალაქო აქტივისტებმა გააპროტესტეს

თელავის თეატრში თემურ წიკლაურის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი გააპროტესტეს სამოქალაქო აქტივისტებმა.

ღონისძიების პარალელურად, თეატრის წინ აქცია პერფომანსი რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტმა გამართა და ხელისუფლებას მოუწოდეს, პანდემიიდან გამომდინარე გააუქმონ მსგავსი ღონისძიებები.

სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული კოვიდ რეგულაციების მიუხედავად
კონცერტს, 100-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა.

წამყვანი, ბესო ჩუბინიძე აცხადებს, რომ ყველა რეგულაცია დაცულია და მოქალაქეებს საფრთხე არ ემუქრებათ.

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ რეგიონებში დაგეგმილ ღონისძიებებში 700 000 ლარზე მეტი დაიხარჯა

დღის ამბები