27 აპრილი 2024,   06:05
ვრცლად
მსოფლიო კორონავირუსის DELTA შტამს ებრძვის - COVID-19-მა კვე 4 მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა

კორონავირუსის დელტა შტამმა ვითარება შეცვალა ყველა კონტინენტზე. ახალი ვარიანტი იმდენად სწრაფად ვრცელდება, რომ ბევრი სახელმწიფოს თავის ტკივილად იქცა.

მაგალითად ჩინეთში, სადაც ბოლო ექვსი თვეა სიკვდილიანობა არ დაფიქსირებულა, კოვიდ სტატისტიკა იმდენად სწრაფი ტემპებით გაიზარდა, რომ მთავრობამ პანდემიის მართვის პროცესში სადამსჯელო ზომებსაც მიმართა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში კი, პენტაგონმა შეიარაღებული ძალებისთვის განსაკუთრებული რეგულაცია მიიღო - ისინი, ვინც არ არიან აცრილები, ჯარში მსახურებას ვერ შეძლებენ. 

ახალი ვირუსის გაჩენიდან წელიწადსა და 9 თვეში კოვიდ სტატისტიკამ დაუჯერებელ რიცხვებს მიაღწია. კორონავირუსმა ამ დროისთვის გლობალურად 204 მილიონზე მეტი ადამიანის იმუნიტეტში შეაღწია და მათგან 4 მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

დღის ამბები