31 აგვისტო 2026,   03:33
ვრცლად
შინდისის ტრაგედიიდან 13 წელი შესრულდა - დაჭრილმა მებრძოლებმა ტყვედ ჩაბარებას სიკვდილი არჩიეს და ერთი შემორჩენილი ყუმბარით თავი აიფეთქეს

13 წელი შესრულდა შინდისის ტრაგედიიდან. 2008 წლის 11 აგვისტოს, რკინიზგის სადგურთან მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეული რუსეთის 53-ე არმიის პირისპირ აღმოჩნდა.

ქართველ ჯარისკაცებს საბრძოლო მასალა ამოეწურათ. დაჭრილმა მებრძოლებმა ტყვედ ჩაბარებას სიკვდილი არჩიეს და ერთადერთი შემორჩენილი ყუმბარით თავი აიფეთქეს.

შინდისთან უთანასწორო ბრძოლას 17 ქართველი გმირი შეეწირა. ეს ბრძოლა აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეპიზოდი იყო.

დღის ამბები