20 ნოემბერი 2024,   07:27
ვრცლად
შინდისის გმირების მემორიალთან დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, თანამებრძოლები და პოლიტიკოსები იკრიბებიან

სოფელ შინდისში, გმირების მემომრიალთან, დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, თანამებრძოლები და პოლიტიკოსები იკრიბებიან. 

შინდისის ბრძოლიდან 13 წელი გავიდა! ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა და ერთ-ერთი გამორჩეული და მძიმე ეპიზოდია აგვისტოს ომის ქრონიკაში.

რკინიზგის სადგურთან მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეული რუსეთის 53-ე არმიის პირისპირ აღმოჩნდა. ქართველ ჯარისკაცებს საბრძოლო მასალა ამოეწურათ.

დაჭრილმა მებრძოლებმა ტყვედ ჩაბარებას სიკვდილი არჩიეს და ერთადერთი შემორჩენილი ყუმბარით თავი აიფეთქეს.

რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.

დღის ამბები