შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტან გომელაურის შეფასებით, შინდისის გმირებმა საქართველოში გმირობის ახალი ისტორია დაწერეს. განცხადება გომელაურმა შინდისში, გმირების მემორიალთან გააკეთა.
"შინდისის ბრძოლა იყო განსაკუთრებული ბრძოლა. მძიმეა ამაზე საუბარი, როდესაც მოუსმენ, უყურებ ფილმს, რაც ამ ბიჭებმა გააკეთეს. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა რეჟისორს, ყველა მონაწილეს, ვინც ფილმი გადაიღო. შეწირეს ქვეყანას თავი, არ არის ეს ადვილი გასაკეთებელი და ამ ვაჟკაცებმა, ამ გმირებმა, გმირობის ახალი ისტორია დაწერეს საქართველოში,"- აღნიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.
შინდისის გმირების თავდადებაზე ისაუბრა უსაფრთხოების სამსახურის უფროსმაც. გრიგოლ ლილუაშვილი აცხადებს, რომ საქართველო შეძლებს ოს და აფხაზ ძმებთან ერთად მშვიდობიან თანაცხოვრებას.
"ეს არის ადგილი, სადაც სიმბოლოა თავდადების, სადაც ახალგაზრდები უნდა მოდიოდნენ და ეცნობოდნენ ამ გმირების ისტორიას, რომელიც აუცილებლი წინაპირობა იქნება ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისა. ჩვენ შევძლებთ ჩვენ ოს და აფხაზ ძმებთან ერთად მშვიდობიან თანაცხოვრებას, ეს დღე აუცილებლად დადგება,"- აცხადებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი.