31 აგვისტო 2026,   08:02
ვრცლად
ეკატერინე ტიკარაძე აჭარის რეგიონში ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას ეცნობა

ეკატერინე ტიკარაძე აჭარის რეგიონში ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას ეცნობა. ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი არსებული გამოწვევების შეფასებისა და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის სამართავად კონკრეტული გეგმის შემუშავების მიზნით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს შეხვდა.

გაფართოებულ სამუშაო შეხვედრაზე ყურადღება ვაქცინაციის პროცესის გაფართოებაზე გამახვილდა. განიხილეს ინფიცირებულ პაციენტთა კლინიკური მართვის პროტოკოლი და საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესის მიმდინარეობის საკითხები.

გაფართოებული ფორმატის შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე ესწრებოდნენ.

დღის ამბები