20 ნოემბერი 2024,   03:04
ვრცლად
საქართველოში ვაქცინაციის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

საქართველოში გუშინ, 11 აგვისტოს ვაქცინაციის უპრეცენდენტო მაჩვენებელი დაფიქსირდა - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსის წინააღმდეგ ერთ დღეში 25 933 ადამიანი აიცრა.

პორტალ "პროვაქსის" ინფორმაციით, ჩატარდა კვლევა, რომლის მიხედვით ქვეყნის მასშტაბით სრულად ვაქცინირებულ 106 084 პირთაგან მხოლოდ 207 (0.19%) დაინფიცირდა კორონავირუსით.

ინფიცირებულთა უმეტესობაში დაავადება უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობდა.

207 ინფიცირებულ პირთაგან მხოლოდ 8-ს (4%) დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია.

ამასთან, ქვეყანაში COVID-19-ის დაავადებით გარდაცვლილ 5 373 პირთაგან მხოლოდ ერთი დოზით აცრილი 12 (0.22%) ადამიანი იყო და არც ერთი სრულად აცრილი.

სრულად აცრილთა შორის ლეტალური გამოსავალი არ დაფიქსირებულა.

დღის ამბები