20 ნოემბერი 2024,   07:42
ვრცლად
ევაკუაცია თბილისში - რა ხდება ლორთქიფანიძის ქუჩაზე, სადაც ფერდი ჩამოიშალა

ევაკუაცია თბილისში - ლორთქიფანიძის ქუჩაზე, ფერდის ნაწილის ჩამოშლის გამო, მიმდებარე კორპუსის მაცხოვრებლებს შენობა დაატოვებინეს. მოქალაქეები სახლებიდან ეტაპობრივად გამოიყვანეს და ავტობუსებით სხვადასხვა სასტუმროში გადაანაწილეს.

როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, კლდის ფერდი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის დროს დაზიანდა. ამ დროისთვის ტერიტორიას აკონტროლებენ სამართალდამცველები, მობილიზებულები არიან მაშველებიც. სპეციალისტები შემთხვევის ადგილს უკვე სწავლობენ. კადრები, სადაც ჩანს ფერდის ჩამოშლა, "კურიერს" ექსკლუზიურად მიაწოდეს.

ადგილზე იმყოფებოდნენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც, მათი თქმით, მერიამ მოსახლეობის მოთხოვნა არ გაითვალისწინა და სახიფათო მშენებლობები არ გააჩერა, ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით ამის მიზეზი ან არაპროფესიონალიზმია, ან კორუფცია.

ამავე თემაზე
დღის ამბები