ავჭალაში სადრენაჟე-სანიაღვრე სისტემის მოწყობა დაიწყო. ქუჩებზე, სანიაღვრე ქსელის არარსებობის გამო, ხდებოდა მიწისქვეშა წყლების დაგუბება, რაც უხვი ნალექის დროს დასახლებული ტერიტორიის დატბორვას იწვევდა.
სამუშაოები 20 დღის განმავლობაში გაგრძელდება. პროექტის საერთო ღირებულება 130 000 ლარს შეადგენს.