ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 5 579 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექციის გავრცელების დღიდან საქართველოში გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 477 264-ს.
ქვეყნის მასშტაბით COVID-19-ით კიდევ 50 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსს პანდემიის გავრცელებიდან საქართველოში 6371 ადამიანი ემსხვერპლა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 867 ინფიცირებული. ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 417 013-მდე.
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 52 580, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 33 517, PCR ტესტით - 19 063.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 10,61%, ბოლო 14 დღის - 10,13%, ბოლო 7 დღის - 10,93%.
სულ აცრილია - 767 882, დღიურად აცრილია - 26 524 ადამიანი.