02 მაისი 2024,   14:07
ვრცლად
ვაქცინაციის ძირითად ცენტრებამდე მისასვლელად მოქალაქეებს სპეციალური ავტობუსები მოემსახურებათ - იხილეთ ტრანსპორტის განრიგი და მარშრუტი

მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში, სახელმწიფო უზრუნველყოფს ძირითად ამცრელ დაწესებულებებთან მოსახლეობის რეგულარულ ტრანსპორტირებას. სპეციალური ტრანსპორტის მოძრაობის სქემა ცნობილია

"საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დღეიდან ჩერდება მუნიციპალური ტრანსპორტი, შეზღუდვა შეეხება როგორც მეტროს, ასევე ავტობუსებს და მიკროავტობუსებს. თუმცა მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით დღეიდან იქნება უკვე დანიშნული სპეციალური ავტობუსები, რომლებიც მოახდენენ მოქალაქეების გადაყვანას ვაქცინაციის ცენტრების მიმართულებით," - აცხადებს თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია.

14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, ვაქცინაციის ძირითად ცენტრებამდე მისასვლელად მოქალაქეებს სპეციალური ავტობუსები შემდეგი განრიგითა და მარშრუტით მოემსახურებათ:

სამედიცინო უნივერსიტეტის (ვაჟა-ფშაველას №33) მარშრუტზე მგზავრებს ავტობუსი 09:00-20:00 საათამდე მოემსახურება და გადაადგილდება მ/ს „ტექნიკური უნივერსიტეტი“ (სპორტის სასახლის მიმდებარედ) - მერაბ კოსტავას ქ. (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ამცრელი სივრცე, კოსტავას №77-დან მ/ს "სახელმწიფო უნივერსიტეტამდე". უკუმიმართულებით: მ/ს "სახელმწიფო უნივერსიტეტი"- მ/ს "ტექნიკურ უნივერსიტეტამდე" (სპორტის სასახლის მიმდებარედ).

შპს Medicai Service (თბილისის ზღვის პლაზა, "ჰუალინგი") მარშრუტს მოემსახურება ავტობუსი 10:00-18:00 საათამდე და გადაადგილდება: მ/ს "ვარკეთილის" მიმდებარე ტერიტორიიდან - შპს Exspress Medicai Service (თბილისის ზღვის პლაზა, "ჰუალინგის" მიმართულებით). უკუმიმართულებით: შპს Exspress Medicai Service (თბილისის ზღვის პლაზა, "ჰუალინგიდან") - მ/ს "ვარკეთილის" მიმდებარე ტერიტორიამდე.

შპს "კავკასიის მედიცინის ცენტრი-საბურთალოს პოლიკლინიკა" (დ. თავხელიძის №1) მიმართულებით მგზავრებს მოემსახურება ავტობუსი 09:00-18:00 საათამდე და გადაადგილდება მ/ს "სამგორიდან" (ქვედა გასასვლელის მოპირდაპირედ) - მოსკოვის გამზირი - ქინძმარაულის პირველი შესახვევი (სს "ევექსი ჰოსპიტალები" - ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი (ქინძმარაულის პირველი შესახვევი, №1) - ემირ ბურჯანაძის ქ. (ქინძმარაულის პირველი შესახვევის გადაკვეთის მიმდებარედ).
უკუმიმართულებით: ემირ ბურჯანაძის ქ. (ქინძმარაულის პირველი შესახვევის გადაკვეთის მიმდებარე ტერიტორიიდან) - ქინძმარაულის პირველი შესახვევი (სს "ევექსი ჰოსპიტალები" - ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი (ქინძმარაულის პირველი შესახვევი, №1)) - მოსკოვის გამზირი - მ/ს "სამგორამდე" (ქვედა გასასვლელის მოპირდაპირედ).

სს "ევექსი ჰოსპიტალების"- ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალის მიმართულებით (ქინძმარაულის პირველი შესახვევი, №1) მგზავრებს მოემსახურება ავტობუსი 10:00-18:00 საათამდე და გადაადგილდება მ/ს "დიდუბიდან" (ქვედა გასასვლელი) - ლუბლიანას ქ. (სს „ევექს ჰოსპიტალები“ - მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს გავლით ( ლუბლიანას ქ. №13/მ. ჭიაურელის ქ. 6 (ყოფ.: ლუბლიანას ქ. 2/6); შპს „გაგუას კლინიკა“ (ლუბლიანას ქ. №13/მ. ჭიაურელის №6) - ლუბლიანას ქ. №19-ის მიმდებარე ტერიტორიამდე. უკუმიმართულებით: ლუბლიანას ქ. №19-ის მიმდებარედ - ლუბლიანას ქ.-დან (სს "ევექს ჰოსპიტალები" - მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო (თბილისი, ლუბლიანას ქ. №13/მ. ჭიაურელის ქ. 6 (ყოფ.: ლუბლიანას ქ. 2/6); შპს „გაგუას კლინიკა“ (ლუბლიანას ქ. №13/მ. ჭიაურელის №6) – მ/ს „დიდუბემდე“ (ქვედა გასასვლელი).

შპს აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის მიმართულებით (თბილისი ალ. ყაზბეგის №16) ავტობუსი მგზავრებს მოემსახურება 09:00-20:30 საათამდე და გადაადგილდება თავისუფლების მოედნიდან - მარშალ იოზეფ პილსუდსკის გამზირი - შპს Exspress Medicai Service (თბილისის ზღვის პლაზა, "ჰუალინგამდე"). უკუმიმართულებით: შპს Exspress Medicai Service (თბილისის ზღვის პლაზა, "ჰუალინგიდან") - თავისუფლების მოედნამდე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ამცრელი სივრცე (კოსტავას N77) ავტობუსი მგზავრებს მოემსახურება 10:00-20:00 საათამდე.

შპს "გაგუას კლინიკა" (ლუბლიანას ქ. №13/მ. ჭიაურელის №6) ავტობუსი მგზავრებს მოემსახურება 09:00-20:30 საათამდე.

სს "ევექს ჰოსპიტალები"- მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო (ლუბლიანას ქ. №13/მ. ჭიაურელის ქ. 6 (ყოფ.: ლუბლიანას ქ. 2/6) ავტობუსი მგზავრებს მოემსახურება 09:00-20:30 საათამდე.

დღის ამბები