08 ოქტომბერი 2026,   16:09
ვრცლად
საქართველოს იუსტიციის მინისტრი სამართლის საერთაშორისო სამიტში მონაწილეობს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი სამართლის საერთაშორისო სამიტის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობს.

პაატა სალიამ მისასალმებელ სიტყვაში ისაუბრა სამართლის უზენაესობის მნიშვნელობაზე სწრაფი ტექნოლოგიური პროგრესისა და ციფრული ტრანსფორმაციის პირობებში.

სამიტი სტამბოლში იმართება და მას სხვადასხვა ქვეყნის იუსტიციის მინისტრები, მოსამართლეები, ადვოკატები, საერთაშორისო ორგანიზაციების, საექსპერტო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებიან.

თურქეთში ვიზიტის ფარგლებში, პაატა სალია თურქეთის, ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის იუსტიციის მინისტრებს შეხვედრება.

დღის ამბები