შეკვეთილში ავსტრიელი ხელოვანის მოძრავი გამოფენა გაიმართა. მუსიკოსთა პარკში მდებარე "სოციალურმა სივრცემ" ავსტრიელი ხელოვანისა და გარემოს დამცველის, ფრიდენსრაიხ ჰუნდერტვასერის გამოფენას უმასპინძლა.
ექსპოზიცია სახელწოდებით ბუნების სტუმარი მუსიკოსთა პარკში პროექტ "გამოღვიძების" ფარგლებში მომზადდა.
ფრიდენსრაიხ ჰუნდერტვასერის ექსპოზიცია ავსტრიის საელჩოსა და განვითარების სააგენტოს, ასევე ხელოვანის ფონდის თანამშრომლობით შედგა. პროექტის ერთ-ერთი ავტორი ავსტრიის ელჩი საქართველოში თომას მიულენი იყო.
პროექტის მიზანი ეკომეგობრული ტურების მიმართ ცნობიერების ამაღლებაა.
ავტორი: ანო წიკლაური