29 აგვისტო 2026,   11:59
ვრცლად
ოპოზიციის ნაწილმა ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის დამოუკიდებელი წევრების არჩევაში მონაწილეობა არ მიიღო

ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში დამოუკიდებელი წევრების არჩევის პროცესი მიმდინარეობს. კანდიდატები კენჭისყრის შედეგად უნდა გამოვლინდნენ, თუმცა, აღნიშნულ პროცესში ოპოზიციის ნაწილმა "ევროპულმა საქართველომ", "ნაციონალურმა მოძრაობამ", "ლელომ", "გირჩმა" და "სტრატეგია აღმაშენებელმა" მონაწილეობა არ მიიღო.

მათ უნდობლობა გამოუცხადეს კონკურსანტებს და განაცხადეს, რომ ისინი ნეიტრალური კანდიდატები არ არიან და "ქართული ოცნების" აქტიურ მხარდამჭერებს წარმოადგენენ.

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ყველა პროცედურა კანონის სრული დაცვის მიმდინარეობს.

დღის ამბები