25 აპრილი 2024,   19:20
ვრცლად
ისტორიული შედეგი ოლიმპიადიდან და ფულადი ჯილდო გამარჯვებულებს - სპორტსმენები ავლაბრის ცერემონიების სასახლეში დააჯილდოვეს

ისტორიული შედეგი ტოკიოს ოლიმპიადიდან და ფულადი ჯილდო გამარჯვებულებს - სპორტულ სამყაროში პრემიების შესახებ საუბრობენ.

მწვრთნელები, სპორტსმენები და ფედერაციის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ეს გადაწყვეტილება მომავალ თაობას დიდ სტიმულს მისცემს. ოლიმპიელების დაჯილდოვების ცერემონია ავლაბრის ცერემონიების სასახლეში გაიმართა.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ტოკიოს ოლიმპიური თამაშები ყველაზე წარმატებული გამოდგა. იაპონიაში ჩვენი ქვეყნის ღირსებას 34 ათლეტი იცავდა და ქართველმა სპორტსმენებმა 2 ოქროს, 5 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და 1 მედლით გააუმჯობესეს წინა ოლიმპიადაზე ნაჩვენები შედეგი.

ავტორი: დავით ფრანგიშვილი

დღის ამბები