05 მაისი 2024,   07:39
ვრცლად
4 მილიონზე მეტი გარდაცვლილი და 208 მილიონამდე ინფიცირებული მსოფლიოში - გერმანიამ აშშ მაღალი რისკის ქვეყნების სიაში შეიყვანა 

208 მილიონს უახლოვდება მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი. გარდაცვლილთა რაოდენობა კი 4 მილიონს აღემატება.

მსოფლიოში ინფიცირების გავრცელების პირველ ადგილზე შეერთებული შტატებია, სადაც COVID-19-ის  შემთხვევების რაოდენობა საგანგაშოდ იზრდება ბავშვებში. ამ ფონზე ექსპერტები საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ, რადგან სწორედ ასე შეძლებენ ბავშვების დაცვას ვირუსისგან.

შეერთებულ შტატებში ინფიცირების სტატისტიკის ზრდის ფონზე გერმანიის ხელისუფლებამ შტატები მაღალი რისკის ქვეყნების სიაში შეიყვანა.

შედეგად გერმანიაში ამერიკიდან ჩასულ პირებს, რომლებიც არ არიან აცრილი ან არ აქვთ ვირუსი გადატანილი, 10 დღემდე კარანტინის გავლა მოუწევთ.

ახალი სასწავლო წლის დაწყების პარალელურად პირბადეების ტარება შესაძლოა სავალდებულო გახდეს მოსწავლეებისთვის ბელგიაში.

რეგულაციებს ამკაცრებს ავსტრალიაც. ახალ სამხრეთ უელსში 1 კვირიანი ე.წ. ლოკდაუნი წესდება. იზრდება ჯარიმის ოდენობა რეგულაციების დარღვევისთვის.

დღის ამბები