20 ნოემბერი 2024,   03:10
ვრცლად
ეკა მიშველაძის სახლის გაძარცვის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს - ტელეწამყვანი არ გამორიცხავს, მომხდარი დაშინების მცდელობას უკავშირდებოდეს

ჟურნალისტ ეკა მიშველაძის სახლის გაძარცვის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. პოლიციამ დღეს ტელეწამყვანი შვილებთან ერთად გამოკითხა. როგორც მიშველაძე ამბობს, ბინიდან მხოლოდ 2 ლეპტოპია წაღებული, რასაც საეჭვოდ მიიჩნევს, ვინაიდან, მისი თქმით, ბინაში უფრო ძვირფასი ნივთები იყო.

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი არ გამორიცხავს, მომხდარი დაშინების მცდელობას უკავშირდებოდეს.

დღის ამბები