20 ნოემბერი 2024,   03:41
ვრცლად
"მე, ინეზა, მამაო - ხვალიდან სახლში. გულით გთხოვთ, აიცერით, გადარჩები თუ გადაარჩენ" - თამუნა თანდაშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს

საავიაციო ასოციაცია "ავიაკომუნიკატორის" პრეზიდენტი თამუნა თანდაშვილი, რომელიც საზოგადოებამ იმით გაიცნო, რომ კოვიდინფიცირებული, რეანიმაციიდან სოციალურ ქსელში პოსტებს აქვეყნებდა, კორონავირუსისგან განიკურნა. ამის შესახებ მან facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

ამასთან, განიკურნა კიდევ ორი პაციენტი, რომელიც რეანიმაციაში მასთან ერთად იმყოფებოდა - ინეზა კოპალეიშვილი და სასულიერო პირი. 

"ასეთი წრეა - გადარჩები თუ გადაარჩენ : მე, ინეზა, მამაო - ხვალიდან სახლში!!!!!

ვიტალის ვტოვებთ ახალი პაციენტების გადასარჩენად რამოდენიმე დღით, ეგ ისედაც გვიან შემოვიდა და ეკუთვნის პოსტზე დგომა!

ჩვენ ვიბრძოლეთ, თქვენ გადაგვარჩინეთ- ყველა სიტყვა და ფიქრი და მხარდაჭერა მოვიდა ჩვენთან და ავდექით!!!!!

ვსუნთქავთ!!!! ცოცხლები ვართ ხალხნო თქვენ გენაცვალეთ!!!!

რესპუბლიკური საავადმყოფო თქვენს ექიმებს და პერსონალ ქედს ვუხრით! გულიკო ქილიფთარი! ნანა მელიქიშვილი! მადლობა ისეთი პატარა სიტყვაა, ვერაფერს იტევს. გულით გთხოვთ აიცერით, გადარჩები თუ გადაარჩენ,"-წერს თამუნა თანდაშვილი facebook-ზე.

ამავე თემაზე: გაუმარჯოს სიცოცხლეს! გულში გიხუტებთ მთელ საქართველოს!" - კოვიდინფიცირებულმა ქალმა 33 დღის შემდეგ ვირუსი დაამარცხა

"თქვენი აცრები გვჭირდება... თუ გაიზრდებიან პაციენტები, ვეღარ მოგვივლიან სიკვდილის დარაჯები... გთხოვთ, იჩქაროთ, დანაღმულია ქვეყანა"

"მამაო დღეში 3-ჯერ დგება ფეხზე რეანიმაციაში და ლოცულობს, დამპირდა რომ მოუწოდებს მრევლს აცრისკენ" - კოვიდინფიცირებული პაციენტი

 

ამავე თემაზე
დღის ამბები