20 ნოემბერი 2024,   03:44
ვრცლად
საველე ჰოსპიტლები იშლება რეზერვისთვის - ჩვენ არ ვიცით, რამდენ ხანს გაგრძელდება ასეთი მატება - თენგიზ ცერცვაძე

კორონავირუსის მაჩვენებლები კვლავ ანტირეკორდს ამყარებს - ბოლო 24 საათში ვირუსი 6208 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 47 ინფიცირებული.

მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, ქვეყანაში საველე ჰოსპიტლები ეწყობა. არსებული ვითარება ცოტა ხნის წინ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ შეაფასა.

"სამწუხაროდ, დღეს კიდევ მოიმატა ახალმა შემთხვევებმა, 6000-ზე მეტი დაფიქსირდა, ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია საქართველოსთვის პანდემიის დასაწყისიდან. სიკვდილობაც ჩვენთვის შედარებით მაღალი იყო - 47, თუმცა, მინდა ხაზი გავუსვა, რომ შემთხვევების კატასტროფულად გაზრდილი რაოდენობის ფონზე, გარდაცვალების შემთხვევების მატება გარდაუვალია.

საველე ჰოსპიტლები იშლება რეზერვისთვის - ჩვენ არ ვიცით, რამდენ ხანს გაგრძელდება ასეთი მატება," - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე. 

დღის ამბები