01 მაისი 2024,   17:14
ვრცლად
დაკავებულია ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი, რომელიც შემოსავლების არასწორ დეკლარირებას ახდენდა - მას დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდებას ედავებიან

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ერთი კომპანიის ხელმძღვანელი პირი მისცეს.
 
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც ხელმძღვანელობდა თბილისში მოქმედ ერთ-ერთ კომპანიას, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდა შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რითაც თავს არიდებდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადის გადახდას.
 
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.

დღის ამბები