02 მაისი 2024,   15:35
ვრცლად
სხვისი სახელით "ფეისბუქზე" ყალბი ანგარიშის შექმნის და ფულის გამოძალვის ბრალდებით, პოლიციამ 1 პირი დააკავა

თაღლითობის ფაქტზე პოლიციამ 1 პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა კანადაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის სახელით ფეისბუქზე ყალბი პროფილი შექმნა, დაიმატა მეგობრები და ანგარიშზე 300 დოლარის ჩარიცხვა სთხოვა - მიზეზად კი შვილის ფინანსური პრობლემები დაასახელა.

თაღლითობისთვის დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები