16 ნოემბერი 2024,   20:24
ვრცლად
ხულო-ზარზმის გზის რეკონსტრუქციას რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი ღარიბაშვილი

ხულო-ზარზმის 5 კმ-იან მონაკვეთზე, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, გზის რეკონსტრუქციის პროცესს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად გაეცნო.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი წერეთელმა მთავრობის მეთაურს მიაწოდა ინფორმაცია, რომ სამუშაოები ასევე დაწყებულია გზის 42 კმ-იან მონაკვეთზე, რომელსაც ქუვეითის ფონდი აფინანსებს.

ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზის (ხულო-ზარზმა) პროექტი 3 მონაკვეთადაა დაყოფილი და ჯამში რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია 47-კილომეტრიან გზას და 7 ხიდს ჩაუტარდება. დაიგება 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარი. ხულო-ზარზმის განახლებული გზა სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონებს უმოკლესი გზით დააკავშირებს. პროექტის ღირებულება დაახლოებით 110 მლნ ლარია.
განახლებული გზით ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 საათით შემცირდება.

დღის ამბები