თბილისში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ, რომელიც 4 დღის წინ გაუჩინარდა. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 20 წლის ნოდარ თამარიანი ვარშავიდან საქართველოში 14 აგვისტოს ჩამოფრინდა, მეორე დღეს კი მისი კვალი გაქრა.
"დაიკარგა ნოდარი თამარიანი 20 წლის. ჩამოფრინდა ვარშავიდან ქუთაისის აეროპორტში. 14 აგვისტოს საღამოს 9:42 წუთზე. კამერებმა დააფიქსირა, რომ გამოვიდა აეროპორტიდან და ერთი ღამე გაათია სასტუმროში. ეს ფაქტიც დააფიქსირა კამერებმა!
მეორე დილით 10 დან 11 საათამდე გამოვიდა სასტუმროდან და წავიდა სამარშრუტო ტაქსებისკენ, რომ წასულიყო თბილისის მიმართულებით. ესეც დააფიქსირა კამერებმა!
არ მისული სადგურამდე, პატარა მონაკვეთში, მისი კვალი გაქრა. 4 დღეა ეძებს პოლიციაც! თუ ვინმეს გეცნობათ, ან გინახავთ, შეგვეხმიანეთ, გთხოვთ.
საკონტაქტო ნომრები:
555407303 ეკა
579230860 ნუგო
ინფორმაცია პირადში ან ნომერზე მოგვწერეთ,"-წერს ნათია სალაძე სოციალურ ქსელში.