16 ნოემბერი 2024,   20:40
ვრცლად
ფოთში მერობისთვის გაერთიანებული ოპოზიციიდან გიგი უგულავა იბრძოლებს

"ნაციონალური მოძრაობის" საქალაქო ორგანიზაციის ინფორმაციით, ფოთში მერობისთვის გაერთიანებული ოპოზიციიდან გიგი უგულავა იბრძოლებს. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ფოთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ფოთი სტრატეგიული ქალაქია, შესაბამისად, გიგი უგულავა "წონიანი" პოლიტიკოსია, რის გამოც მისი მერობის კანდიდატად დასახელება გადაწყდა.

როგორც პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლებაში" აცხადებენ, მართალია მათ ფოთში საკუთარი კანდიდატურა არ ეყოლებათ, თუმცა აღნიშნავენ რომ მათ არც უგულავას კანდიდატურის მხარდაჭერაზე ჰქონიათ გუნდში შეთანხმება. "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" რეგიონული მდივნის ლაშა დამენიას განმარტებით, გიგი უგულავა ამ ეტაპზე შერჩეულია ენმ-ს მიერ და როგორც ამ კანდიდატურის ისე სხვების შესახებ გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი პარტიები მსჯელობას გამართავენ. 

"ქართულ ოცნებაში" კი გიგი უგულავას პოლიტიკურ წარსულს ახსენებენ და ოპონენტ კანდიდატს ფოთში მარცხს უწინასწარმეტყველებენ.

შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის" ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ რამდენიმე დღის წინ დააანონსა, რომ ფოთის მერობის კანდიდატი თინა ბოკუჩავა იქნებოდა, თუმცა, ეს გადაწყვეტილება შეიცვალა.

გიგი უგულავას კანდიდატურის ოფიციალური წარდგენა 21 აგვისტოს იგეგმება.

დღის ამბები