20 ნოემბერი 2024,   03:14
ვრცლად
პროგრამა "განახლებული რეგიონების" ფარგლებში დაფინანსებული პროექტები ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამა "განახლებული რეგიონების" ფარგლებში დაფინანსებული პროექტები ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის თქმით მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები, რომლის შედეგადაც მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს ექნებათ ახალი შესაძლებლობა, მიიღონ განახლებულ ევროპული ტიპის მუნიციპალიტეტი.

"დღეს ვიმყოფებით კახეთში, მოვინახულეთ მუნიციპალიტეტები. ყველგან, 63 მუნიციპალიტეტში აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს.

რიგ მონაკვეთებზე დასრულებულია ლესვითი, შესაბამისი თბოიზოლაციის, სხვა ენერგოეფექტურობის კომპონენტები. ყველა ის ახალი შესაძლებლობა, რომელიც მნიშვნელოვანია ამჟამადაც მაგრამ გამორჩეულად სწორედ პოსტპანდემიურ პერიოდში, რათა მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს ჰქონდეთ ის ახალი შესაძლებლობა, რომლის ფარგლებშიც ისინი კიდევ უფრო განახლებულ ევროპული ტიპის მუნიციპალიტეტს მიიღებენ," - ამბობს ირაკლი ქარსელაძე. 

პროგრამის ფარგლებში, თელავში დაწყებულია თბილისის გზატკეცილისა და რუსთაველის ქუჩის ურბანული განახლება, გურჯაანში ნონეშვილის ქუჩისა და ე.წ. "პაპას ბაღის" და "ბებოს ბაღის", დედოფლისწყაროში ცენტრის და რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია, საგარეჯოში ცენტრალური ქუჩისა და მოედნის, ყვარელში კი ილია ჭავჭავაძის ქუჩის განახლება.

დღის ამბები