გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა ქუთაისში საარჩევნო კამპანია დაიწყო. თვითმმართველობის არჩევნებში მერობისთვის "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე იბრძოლებს.
ის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩევლებს შეხვდა ქუთაისის განვითარების გეგმა წარუდგინა. მისი თქმით, ქუთაისი არის მნიშვნელოვანი ქალაქი, ასევე უნდა გახდეს პროგრესის ქალაქი და მისი მერი არ უნდა ემორჩილებოდეს არც ერთი პარტიის გადაწყვეტილებებს.