23 აპრილი 2024,   12:26
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა ახალციხეში - დაიღუპა 2 და დაშავდა 3 ადამიანი

ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. დაღუპულია 2 და დაშავებულია სამი ადამიანი - ყველა მათგანი სოფელ წყორძას მკვიდრი და ნათესავები არიან.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ექვსივე მათგანი ტყიდან მოდიოდა, რა დროსაც მანქანა ხევში გადავარდა. შემთხვევა წყორძის ეკლესიასთან მოხდა. დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დღის ამბები