თბილისი, მაგიდის ჩოგბურთში მსოფლიოს ახალგაზრდული სერიის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს.
ტურნირთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც სპორტის მინისტრის მოადგილემ საქართველოში სპორტის ამ სახეობის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მსოფლიოს ახალგაზრდული სერიის საერთაშორისო ტურნირს საქართველო 27-30 სექტემბერს მეხუთედ უმასპინძლებს. ტურნირში მონაწილეობას მიიღებს 20 ქვეყნის 140 ახალგაზრდა სპორტსმენი, მათ შორის 39 ქართველია.