20 ნოემბერი 2024,   03:45
ვრცლად
იმერეთში მასობრივი იმუნიზაციის პირველი ცენტრი გაიხსნა - აცრა რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი

ვაქცინაციის გამარტივების მიზნით, იმერეთში მასობრივი იმუნიზაციის პირველი ცენტრი გაიხსნა. იმუნიზაციის ცენტრი ქუთაისის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე მოეწყო.  მოსახლეობას საშუალება აქვს რეგისტრაციის გარეშე გაიკეთოს სასურველი ვაქცინა.

საუნივერსიტეტო სივრცეში მობილიზებული ამცრელი ჯგუფები დღიურად 1000-დან 1500 ადამიანამდე აცრას უზრუნველყოფენ.

ცენტრში არსებულ პირობებს იმერეთის გუბერნატორი, ქუთაისის მაჟორიტარი და მერი, დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელი გაეცნენ. მათ ვაქცინით აცრის მნიშვნელობაზე გააკეთეს აქცენტი და კოვიდის მართვაში ჩართულ მედპერსონალს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადეს.

დღის ამბები