20 ნოემბერი 2024,   03:45
ვრცლად
გურიაში უკვე 3 კვირაა ვაქცინაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს

გურიის რეგიონის სოფლებში უკვე სამი კვირაა მასობრივი ვაქცინაცია მიმდინარეობს. პროცესი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან დაიწყო და ოზურგეთსა და ჩოხატაურში გრძელდება.

კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას თავდაპირველად რეგიონში ჰოსპიტალურ ქსელ "მედალფას" ექიმები, ამჟამად კი თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო ჯგუფები ატარებენ.

მასობრივი ვაქცინაცია მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება და რეგიონის ყველა სოფელს მოიცავს.

დღის ამბები