20 ნოემბერი 2024,   03:46
ვრცლად
რუხის კოვიდკლინიკაში გარდაცვლილი 22 წლის გოგონა დაახლოებით 1 თვის განმავლობაში მკურნალობდა

COVID-19-ს კიდევ ერთი ახალგაზრდა ემსხვერპლა - რუხის კოვიდკლინიკაში კორონავირუსით 22 წლის გოგო გარდაიცვალა. ის ოკუპირებული აფხაზეთიდან რუხში 26 ივლისს გადმოიყვანეს და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, რეანიმაციულ განყოფილებაში თითქმის 1 თვის განმავლობაში მკურნალობდა. ის მართვის სუნთქვაზე იმყოფებოდა.

როგორც ცნობილია, 22 წლის გოგონას სხვადასხვა მძიმე ქრონიკული დაავადება ჰქონდა.

"ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოყვანილი იქნა 22 წლის პაციენტი, მძიმე მდგომარეობით. თავიდანვე მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. გამომდინარე თავისი მძიმე ქრონიკული დაავადებებიდან, პაციენტის მდგომარეობა გახლდათ მძიმე და მკურნალობას გადიოდა რეანიმაციულ განყოფილებაში. გარდაცვალება დადგა გუშინ," - აცხადებს რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი დავით შონია.

ოკუპირებულ გალში მცხოვრებ 22 წლის გოგონას, რომელიც რუხის კლინიკაში დღეს გარდაიცვალა, საკუთარ სახლში გადაასვენებენ.

რაც შეეხება სხვა პაციენტებს, რუხის კოვიდკლინკაში ამ დროისთვის 190-მდე პაციენტი მკურნალობს. მათგან 35-ის მდგომარეობა არის საკმაოდ მძიმე.

დღის ამბები