20 ნოემბერი 2024,   03:30
ვრცლად
"ლოგინიდან ააყენეს და წაიყვანეს..." - რას ჰყვებიან ადგილობრივები პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ

სპეცოპერაცია პანკისში - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორიზმის ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავა. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ "კურიერისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი.

პანკისში ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ დაკავებულ ახალგაზრდებს ტერორიზმთან არავითარ კავშირი არ აქვთ, მათი ახლობლები კი იარაღის სახლში არსებობას უარყოფენ. 

ერთ-ერთი დაკავებულის დედის თქმით, მოსალოდნელი საპოლიციო ღონისძიების შესახებ მათ წინასწარ ინფორმაცია არ ჰქონიათ.

"ეს უენო ბავშვები გაფრთხილების გარეშე ლოგინიდან წამოყარეს და პირდაპირ თბილისში წაიყვანეს ასე როგორ შეიძლებოდა?! დუისიდანაც წაუყვანიათ გავიგე,"- აცხადებს დედა.

გამოძიებასამ ეტაპზე მხოლოდ პერსონალური კომპიუტერები აქვთ ამოღებული. 

ხეობის მასშტაბით ორ სოფელში ქორეთსა და დუისში სპეცოპერაცია გვიან ღამით ჩატარდა. საქმეზე გამოძიება 327- მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები