ფეხბურთში, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში, 2 სექტემბერს ბათუმში დაგეგმილი საქართველო-კოსოვოს მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
გიორგი ღიბრაძის თქმით, ყველა სხვა დაშვებულ სპორტულ ღონისძიებაზეც იგივე მოხდება.