20 ნოემბერი 2024,   03:49
ვრცლად
"რა სირია? რომელ ტერორისტობაზეა საუბარი, ეს ბავშვები რელიგიურები არიან"- სუს-ში ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულების გამოკითხვა მიმდინარეობს

სპეცოპერაცია პანკისში - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორიზმის ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავა. 

დაკავებულების ადვოკატები ახლახან მივიდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, ისინი თავის დაცვის ქვეშ მყოფებს ჯერჯერობით არ შეხვედრიან. 

ადვოკატები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მათთვის ბრალდების შინაარსი უცნობია და მასალების გაცნობის შემდგომ შეეძლებათ კონკრეტული მოსაზრების ჩამოყალიბება. 

ამ ეტაპზე ბრალი დაკავებულებისთვის არ წარუდგენიათ.

სოფელში კი სადაც რამდენიმე პირი დააკავეს ბრალდებებს უარყოფენ.

" ეს ბავშვები რელიგიურები არიან. რა სირია? რომელ ტერორისტობაზეა საუბარი. ჩემს ხელში გაიზარდნენ ესენი და მსგავსი რამ თავში აზრად არ მოუვიდოდათ,"- აცხადებს ფიქრია სულაკაური. 

დღის ამბები